დუბაის კულინარიული ფესტივალი (Dubai Food Festival -DFF 2024) ამ კვირიდან იღებს სტარტს. 19 აპრილიდან 12 მაისის ჩათვლით ქალაქი 200+ მეტი ეროვნების სამზარეულოს კერად გადაიქცევა. ადგილობრივი კვების ობიექტებით დაწყებული მიშლენის ვარსკვლავების მქონე საერთაშორისო რესტორნების ჩათვლით, ფესტივალი ყველა გემოვნების ადამიანს შესთავაზებს შთამბეჭდავსა და აღსაფრთოვანებელ გემრიელობებს. რეგიონის უმსხვილეს გასტრონომიულ დღესასწაულს ღონისძიებებით დატვირთული 23-დღიანი საინტერესო პროგრამა ექნება. რიგით მე-11 ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება დუბაის რესტორნების კვირეული, Foodie Experiences, სპეციალური დეგუსტაციის მენიუები, ექსპერიმენტული ღონისძიებები, მასტერკლასები, ოთხი ხელიდან ვახშმები, აქცია -კერძი 10 დირჰამად,e& Beach Canteen, შეფ მზარეულების მენიუები, გო'ე'მიოს (Gault&Millau) კულინარიული ინოვატორების ღონისძიება და სხვ. წელს, ფესტივალის დაწყებამდე, დუბაის გარე კვების უნიკალური სცენების წარმოსაჩენად ახალბედა ფოტოგრაფებისთვის Food Focus Photography Competition ჩატარდა. ნამუშევრების მიღება უკვე დასრულებულია და ამჟამად კონკურსის ჟიური გამარჯვებულებს ავლენს. ფესტივალის ორგანიზატორია დუბაის ფესტივალებისა და საცალო ვაჭრობის დაწესებულება (DFRE).
თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონის გამგეობა, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეიდან ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო…
ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ 116 მილიონი დოლარისა და 54 მილიონი ლარის ჯარიმები აქვთ დაკისრებული – ამის შესახებ სახელმწიფო…
ონლაინ პლატფორმებზე სურსათის (ისევე როგორც სხვა პროდუქტების) შეძენა, დღეს საკმაოდ აქტუალურია. სოციალურ ქსელში ხშირია სხვადასხვა სახის სურსათის შეთავაზებების შემთხვევები, რაც გარკვეულ…